თურქეთში აშშ-ის საელჩოზე შესაძლო თავდასხმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში 4 ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ The Associated Press იუწყება.
ოთხივე დაკავებული ერაყის მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი მათგანი ანკარა-სამსუნის ავტომაგისტრალზე, ავტობუსში ჩატარებული შემოწმებისას, კიდევ ორი კი – სამსუნში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების საკითხის გამო მუშაობა შეაჩერა.
სააგენტო „ანადოლუ“ წერდა, რომ თურქეთის პოლიციამ მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია აშშ-ის საელჩოსთან დაგეგმილი ტერაქტის შესახებ.