Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთის იზმირის პროვინციაში, სადაც ერთი კვირაა ტყის ხანძარს ებრძვიან, მეორე ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია ექსკავატორის ოპერატორი, იბრაჰიმ დემირი, რომელიც ოდემიშის რაიონში ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა.
მანამდე, იმავე რაიონში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 81 წლის საწოლს მიჯაჭვული მამაკაცი.
თურქეთში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა – ქვეყანაში რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთში, რამდენიმე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან.
დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს „ცეცხლის შვილებს“ უწოდებს, განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მათ პასუხისმგებლობა აიღეს თურქეთის ექვს ქალაქში ათობით ხანძრის განზრახ გაჩენაზე.
ჯგუფის მტკიცებით, ისინი დაკავშირებული არიან „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK).
ცნობისთვის, გუშინ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ანტალიის პროვინციაში, ასევე სტამბოლის მახლობლად მდებარე ტყიან ადგილებში.