თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.წყალდიდობამ შავი ზღვის სანაპირო პროვინციებში დაანგრია სახლები და ხიდები, დატბორა ავტომობილები.
სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა სინოპი, ბართინი და კასთამონუ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები ძირითადად სინოპში და კასთამონუში არიან, დაკარგულ პირს კი ბართინში ეძებენ.
