სამეგრელოში, დამსვენებლებს შეუძლიათ ბავშვობა გაიხსენონ და თუთაზე მოწყობილ კოტეჯში დაისვენონ. ხეზე მოწყობილ ბამბუკის სახლს “თუთა თაუერი” ქვია და ის მარტვილში, ულამაზეს გარემოში მდებარეობს.
მასპინძლები ტურისტებს იშვიათი ჯიშის ღვინოსა და მუხის სისხლით შეზავებულ საუცხოო გემოს კონიაკის დაგემოვნებასაც ჰპირდებიან.
ინფორმაციას “თუთა თაუერის” შესახებ ტურისტული კომპანია აიეტი ავრცელებს, რომელიც ამ თუთის სახლში დასვენებასთან ერთად, ტურის მონაწილეებს კანიონების დათვალიერებასაც სთავაზობს:
გთავაზობთ დასვენებას მარტვილში, ულამაზეს და რომანტიულ გარემოში, თუთის ხეზე მოწყობილ ეგზოტიკურ ბამბუკის სახლში “თუთა თაუერი” , სადაც ემოციურად დაბრუნდებით ბავშვობაში, დაისვენებთ მშვიდ გარემოში, დააგემოვნებთ იშვიათი ჯიშის ღვინოს და მუხის სისხლით შეზავებულ საუცხოო გემოს კონიაკს. დაათვალიერებთ კანიონებს და მოხვდებით მითოსურ სამყაროში.
დაგვირეკეთ, დააგროვეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
☎️ტელ.: 0322140104
☎579075414“