LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს

244
2024-12-07_23-04-04_330197

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს.

ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავის არეში აქვს რამდენიმე ჭრილობა.

რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სახის არეში აქვს მიღებული დაზიანებები.

ჟურნალისტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წა­არ­თვეს ტექ­ნი­კა, მათ შო­რის მიკრო­ფო­ნი.

„გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ, 30-მდე, ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება, გამოცვივდნენ, დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს, მათ შორის სახეზე“, – ამბობს მაკა ჩიხლაძე.

ვიდეო: „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხნენ – კადრები ადგილიდან

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g