LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო ზოლის გავლით დატოვა

295
გიორგი ბაჩიაშვილი

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო ზოლის გავლით დატოვა.

როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რა წერია პროკურატურის მასალებში, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილისთვის ახალი ბრალის წარსადგენად გადაიგზავნა.

გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შსს სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის შემდეგაც სომხეთიდან უკვე მესამე ქვეყანაში გადავიდა“,- აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“. ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

პროკურორი – ბაჩიაშვილს ჩამორთმეული აქვს პასპორტი, აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის – საკითხი საჭიროებს შესწავლას, გამოძიება დაიწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g