LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტვ პირველში” გამიკეთეს მიკროფონი, რომელიც მას ეკეთა – ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ COVID-19 ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო

178
888

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, ჯონი გიგანს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ.

როგორც თაკო ჩარკვიანმა „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა, მისი ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ლევან გოგიჩაიშვილია. „ტვ პირველში“ სტუმრობის დროს მას სწორედ ის მიკროფონი დაუმაგრეს, რომელიც გოგიჩაიშვილს ეკეთა.

„ეჭვი მაქვს, რომ „ტვ პირველში“ სტუმრობა იყო დაინფიცირების წყარო. გადაცემაში ლევან გოგიჩაიშვილის მერე მივედი. სტუდიიდან გასხვლის შემდეგ მოხსნეს მიკროფონი და მე გამიკეთეს.

ორი დღის განმავლობაში მქონდა სიცხე – 37.3 და მახველებდა. ვფიქრობდი, რომ ჩვეულებრივი გრიპი მქონდა, მაგრამ რომ გავიგე, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, ტესტის გაკეთება გადავწყვიტე. 

ახლა სიცხე აღარ მაქვს, მხოლოდ პერიოდულად მახველებს. ექიმების რეკომენდაციებს ველოდები. რასაც მეტყვიან შევასრულებ. იზოლირებული ვარ, მაგრამ სანამ კოვიდი დამიდასტურდებოდა, ვუვლი დედას, რომელიც არის უსინათლო. მასთან ძალიან ახლო კონტაქტი მქონდა. ერთადერთი ის მაიმედებს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი გადასხმა გავუკეთე. იქნებ ამის წყალობით იოლად გადავრჩეთ“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თაკო ჩარკვიანის თქმით, მას შემდეგ, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო, ბევრ ადამიანთან არ ჰქონია კონტაქტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g