LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვალებს არ ახამხამებს, ეს ანჯელინა არ არის!“ – მედიაში ანჯელინა ჯოლის უახლესი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

4139
page

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც შეცვლილი ანჯელინა ჯოლი ჩანს. ინტერნეტმომხმარებლები მსახიობის ბოლო საჯარო გამოჩენას Tom Ford-ის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე, აქტიურად განიხილავენ.

ვიდეო: „როგორ ეხუტება“ – ანჯელინა ჯოლისა და ჰაიდერ აკერმანის დებიუტი? – ვარსკვლავმა ახალი იმიჯით გაიბრწყინა და საზოგადოება აალაპარაკა

50 წლის ვარსკვლავის გარეგნობამ გულშემატკივრების გაკვირვება გამოიწვია. მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ჯოლის თითქოს შეცვლილი აქვს თვალის ჭრილი და სახის ოვალი. ასევე გავრცელდა კომენტარები, რომ ის კამერების წინ თვალებს საერთოდ არ ახამხამებდა.

ამ ყველაფერმა ინტერნეტში სხვადასხვა ვარაუდი გააჩინა. ნაწილი ფიქრობს, რომ მსახიობმა პლასტიკურ ქირურგიაში „ზღვარს გადააჭარბა“, რის გამოც მისი გარეგნობა არაბუნებრივად გამოიყურება. სხვები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა გამწვავდა სახის ნერვის პარალიზი, რომლის შესახებაც ჯოლი წარსულშიც საუბრობდა.

ერთ-ერთმა ბლოგერმა ასევე აღნიშნა, რომ მსახიობის ქვედა ქუთუთოები „ბლეფაროპლასტიკის“ წარუმატებელი შედეგს ჰგავს.

„დუბლიორია“, „ეს ანჯელინა არ არის“, „დააკვირდით ყურებს და ყბის ხაზს“, „სახე ნიღაბივით გაყინულია“, „სად გაქრა მისი ცნობილი ლოყები, სრულიად სხვა ადამიანს ჰგავს“, „თვალეს ვერ ხუჭავს“, „თვალებს არ ახამხამებს“.

„მას უკვე 10 წელია მამაკაცთან არანაირი ტიპის კავშირი არ ჰქონია“ – ანჯელინა ჯოლის პირადი ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები