რამდენიმე საათის წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება iHeartRadio Music Awards გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი ტრიუმფატორი ტეილორ სვიფტი გახლდათ. მან საღამოს ყველაზე პრესტიჟული, „ინოვატორის ჯილდო“ მოიპოვა.
წითელ ხალიჩაზე ტეილორი თვალწარმტაცი „ლუქით“ გამოჩნდა. მას Alexandre Vauthier-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტანისამოსი ეცვა, რომელსაც მან KatKim-ის სამკაულები შეუხამა.
მომღერალმა საოცრად ემოციური და მოტივაციური სიტყვა წარმოთქვა.
„ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ საღამოს ეს ჯილდო მივიღე. ყველამ მინდა იცოდეს, იმ ასობით და ათასობით სულელური იდეის შესახებ, რომლებმაც სწორ იდეებამდე მომიყვანა. მიეცით საკუთარ თავს წარუმატებლობის უფლება. ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეთ, რომლებიც თქვენ გეჩვენებათ სწორად“, – განაცხადა სვიფტმა.
შეგახსენებთ, არტისტმა მეექვსე მსოფლიო ტურნე „ერები“ დაიწყო. მისი ამერიკული ნაწილი 9 აგვისტოს, ინგლვუდში დასრულდება.
„ტეილორ სვიფტმა ხალხში ჩაყვინთა“ – უახლესი ვიდეო კონცერტიდან ინტერნეტსივრცეს იპყრობს
44 სიმღერა და 80 ათასამდე მაყურებელი – ტეილორ სვიფტის მსოფლიო ტურნეს ტრიუმფალური სტარტი
მორიგი ტრიუმფი – ტეილორ სვიფტმა AMA-ის დაჯილდოებაზე „წლის არტისტის“ ტიტული მოიპოვა