LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტეილორ სვიფტმა ხალხში ჩაყვინთა“ – უახლესი ვიდეო კონცერტიდან ინტერნეტსივრცეს იპყრობს

180
Untitled.pngsdfdsf

როგორც ცნობილია, მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მეექვსე მსოფლიო ტურნე „ერები“ დაიწყო. არტისტმა თავისი ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა. კონცერტზე, რომელსაც  80 ათასამდე მაყურებელი დაესწრო, ჯამში 44 სიმღერა შესრულდა. ტურნეს პირველი კონცერტი, არიზონაში გაიმართა, შოუ 3 საათისა და 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ახლახან ინტერნეტსივრცეში კონცერტიდან უახლესი ვიდეო გავრცელდა. 33 წლის მომღერალი სცენაზე ნელა მიაბიჯებს უცებ კი მაყურებლებში თავის ეშვება. სიმღერის შესრულებისას სვიფტი სცენაში ისე ჩახტა, როგორც საცურაო აუზში. ამის შემდეგ კი, ვიზუალური ეფექტების დახმარებით, მაყურებელმა იხილა, თუ როგორც „ცურავდა“ მომღერალი,

აღნიშნულ ქმედებას დიდი აჟიოტაჟი და ოვაციები მოჰყვა. ამ დღეს ტეილორს ულამაზესი, ზურმუხტისფერი კაბა ამშვენებდა.

44 სიმღერა და 80 ათასამდე მაყურებელი – ტეილორ სვიფტის მსოფლიო ტურნეს ტრიუმფალური სტარტი

„წლის საუკეთესო არტისტი“ – ტეილორ სვიფტი MTV EMA-ის დაჯილდოებაზე დევიდ კომას კაბებით გამოჩნდა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Taylor Swift (@taylorswift)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები