რამდენიმე საათის წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, MTV-ის 2022 წლის Europe Music Awards-ის დაჯილდოება გაიმართა. უამრავ ვარსკვლავს შორის გახლდათ, ტეილორ სვიფტი, რომელმაც გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს „წლის საუკეთესო არტისტის“ კატეგორიაში მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ტრიუმფი ვარსკვლავმა დევიდ კომას ორი ლუქით იზეიმა. ორივე კაბა შავ და ვერცხლისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი.
პრემიერა: უახლესი ალბომის ტრიუმფის შემდეგ ტეილორ სვიფტი სიმღერაზე Bejeweled კლიპს ავრცელებს