LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში 99 ადამიანია გადაყვანილი

457
1ა

სანამ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალ კანონპროექტს დაამტკიცებს და  თვითიზოლაციის წესების დამრღვევს ჯარიმას დაუწესებს, მანამდე სამართალდამცავებს ყოველდღიურად ათეულობით მოქალაქე იძულებით გადაჰყავთ კარანტინში. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაცვასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებას გვირჩევს ყველა სახელმწიფო და კერძო უწყება, თუმცა საკითხი მაინც პრობლემურად რჩება. შსს-ს მონაცემებით, გუშინ მთელი საქართველოს მასშტაბით თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულების წესით საკარანტინე ზონაში 100-მდე მოქალაქე გადაიყვანეს.

საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის დამატებითი სანქციები დაწესდება – პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს

“17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია გადაყვანილი.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g