LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა

166
80MH.ukrajinsky-prezident-volodymyr-zelenskyj-

უკრაინული მედიის ცნობით ვლადიმერ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა. უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ შეხვედრების ფორმატზე გადადის.

„პრეზიდენტი მასობრივ ღონისძიებებს აღარ დაესწრება, გადაიდო ყველა სამუშაო ვიზიტი. მასთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მხოლოდ პირად დაცვასა და პირად ასისტენტებს ექნებათ,“- აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ვლადიმერ ზელენსკის მეუღლეს ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდასტურდა, თავად პრეზიდენტის ტესტის პასუხი კი უარყოფითი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები