BBC – ის ცნობით „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტის შეცვლა მოუწია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე თვითმფრინავმა განგაშის შეტყობინება გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მზგავრი და ხუთი ეკიპაჟის წევრი იყო.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად რამდენიმე ადამიანი გადარჩა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. სოციალურ ქსელებში ლაინერის ჩამოვარდნის კადრები ვრცელდება.