“პაკისტანის ავიახაზების” კუთვნილ თვითმფრინავში მგზავრმა შემთხვევით საპირფარეშოს ნაცვლად საავარიო გასასვლელი გახსნა.
ამ დროისათვის თვითმფრინავი ჯერ არ იყო აფრენილი. შედეგად, ფრენა დიდი ბრიტანეთიდან პაკისტანისკენ 7 საათით გადაიდო.
მაისში აღმოსავლეთ ჩინეთში ხანში შესული მგზავრი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან თვითმფრინავის დაჯდომისას საავარიო გასასვლელის გაღება სცადა, რათა რიგში დგომა არ დასჭირვებოდა.