LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავში Power Bank-ის ატანის ახალი წესები ამოქმედდა

171
Power Bank

2026 წლიდან ძალაში შევიდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ახალი რეგულაციები თვითმფრინავში Power Bank-ის (გარე დამტენის) გადატანასთან დაკავშირებით.

Power Bank-ის გადატანა ნებადართულია მხოლოდ ხელბარგით. მათი ჩაბარება რეგისტრირებულ ბარგში აკრძალულია. თუ მგზავრს სთხოვენ ხელბარგის ბარგის განყოფილებაში ჩაბარებას, მან მოწყობილობა წინასწარ უნდა ამოიღოს ჩანთიდან.

ახალი წესების მიხედვით, Power Bank-ი ბორტზე უნდა ინახებოდეს წინა სავარძლის ჯიბეში ან სავარძლის ქვეშ და არა ზედა სათავსო თაროზე, რათა მოწყობილობის აალების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ გადაეცეს უსაფრთხოების სამსახურს.

მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ:

  • 100 ვტ/სთ-მდე (Wh) გარე დამტენის გადატანა ნებადართულია შეზღუდვების გარეშე.
  • 100-დან 160 ვტ/სთ-მდე გარე დამტენის გადასატანად საჭიროა ავიაკომპანიის ნებართვა (უმჯობესია წინასწარ მიღება).
  • 160 ვტ/სთ-ზე მეტი გარე დამტენის გადატანა აკრძალულია.

თუ მოწყობილობის კორპუსზე მარკირება წაშლილია, შესაძლოა, ის მგზავრს ჩამოერთვას, რადგან უსაფრთხოების სამსახური ზეპირ განმარტებებს არ იღებს.

თითოეული Power Bank-ი ცალკე უნდა იყოს მოთავსებული ჩასადებში, ლითონის საგნებთან შეხების აცილების მიზნით.

აფრენისა და დაფრენის დროს Power Bank-ით სხვა მოწყობილობების დამუხტვა დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ავიაკომპანია მათ გამოყენებას მთელი ფრენის განმავლობაში კრძალავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g