LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავში, შესაძლოა, კორონავირუსის არქონის დამადასტურებელი ცნობა აღარ დაგჭირდეთ

499
girl-with-a-backpack-looking-at-an-airplane

საქართველოს აეროპორტების დირექტორის თამარ არჩუაძის თქმით, საერთაშორისო ფრენებისთვის საქართველოს ცა მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან იხსნება, შესაბამისად, აეროპორტებში მზადება მიმდინარეობს: ხდება აეროპორტების დასტიკერება, სკანერების დამონტაჟება, რათა მგზავრებმა სოციალური დისტანციის დაცვით, მაქსიმალურად კომფორტულად გაიარონ აეროპორტების სათანადო პროცედურები.

რაც შეეხება საქართველოდან წამსვლელი და ჩამომსვლელი მგზავრებისთვის აქტუალური 72 საათიანიპისიარტესტის ვალდებულებას, „აეროპორტების გაერთიანების დირექტორის“ თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებული, როგორც „მწვანე ქვეყნები“. „მწვანე ქვეყნების“ კორიდორის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ამ „მწვანე ქვეყნებს“ შორის ფრენა იყოს შეფერხებისა და დამატებითი ცნობების გარეშე. თუ აღნიშნული იქნება მიღწეული, საქართველოში შემოსვლა და გასვლა იქნება შესაძლებელი აღნიშნული ცნობების გარეშე. თუმცა ეს მაინც საჭიროებს დამატებით დასტურს, ამიტომ ველოდებით“, – ამბობს თამარ არჩუაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g