სოციალური ქსელი „თვითერი“ (Twitter) პოლიტიკური რეკლამის სრულად აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ სოციალური ქსელის შემქნელმა, ჯეკ დორსიმ განაცხადა. მან საკუთარ „თვითერის“ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით Twitter-ზე ყველანაირი პოლიტიკური რეკლამის განთავსება შევწყვიტოთ. ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური გავლენა უნდა დაიმსახურო და არა იყიდო. რატომ? ამის რამდენიმე მიზეზია…“ – წერს ჯეკ დორსი.
აკრძალვა 22 ნოემბრიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვეში Twitter-მა სამთავრობო მედიის რეკლამა აკრძალა. ეს გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ „ჯანსაღი დისკუსიისა და ღია ურთიერთობების“ დაცვის მიზნით მიიღო.