LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყემალაძე კასიანოვის განცხადებაზე: უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ, მზად ვართ, ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ

130
Untitled design

უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დღევანდელ განცხადებებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ეხმიანება.

კასიანოვი: თბილისში უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ ჯარისკაცებისთვის პატივი მიგვეგო

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ, ნებისმიერ საკითხს განიხილავენ:

„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, – აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

შეგახსენებთ, დღეს ანდრეი კასიანოვმა შემაჯამებელ ბრიფინგზე საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, უკრაინის დახმარების მნიშვნელობასა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლითაც შესაძლებელია უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგონ.

მისი განცხადებით, კარგი იქნებოდა უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა.

ანდრეი კასიანოვი: უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება – ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია

კასიანოვი: მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, უკრაინისთვის იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე საქართველოს მთავრობისგან პასუხი არ მიგვიღია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g