LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყემალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ რეფორმა სწორად მიმდინარეობს

47
Untitled design (2)

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმას, რომელიც თბილისში ხორციელდება, ალტერნატივა არ აქვს.

გიორგი ტყემალაძემ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის მიერ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორად მიმდინარეობს.

კალაძე: სადგურის მოედანზე ნაკადების მართვა წარმატებით მიმდინარეობს

როგორც ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ქალაქში ნაკადების მართვა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა წარმატებული იყოს:

„როგორც დღეს ითქვა, ორი დღის წინ  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა  და გადააჭარბა ერთ მილიონს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ რეფორმა, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება, წარმატებულია და ჩვენ მივდივართ იმ შედეგისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ არის დისკომფორტი, რაც ყველა რეფორმას თან სდევს ამა თუ იმ მიზეზიდან გამომდინარე.

მაშინ როცა ქალაქში ორი მნიშვნელოვანი გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, გადაკეტილია, რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი, თუმცა ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ინფრასტრუქტურა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მელიქიშვილის და
ქეთევან დედოფლის გამზირებზე, რა თქმა უნდა უზრუნველყოფს ერთი მხრივ,  სრულად რეაბილიტირებულ საკომუნიკაციო საშუალებებს, ასევე სატრანსპორტო პოლიტიკიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში  ნაკადების კიდევ უფრო უკეთესად  მართვას“, – განაცხადა ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან  დაანონსებული იყო, მათ შორის არის ქვეითი, ეკომეგობრული ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბოლოს კერძო ავტომობილი:

„ეს არის ის პრიორიტეტები და იმგვარად გადანაწილებული, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მინდა გითხრათ, რომ ევროპის თუ მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში აღნიშნული პრობლემა არის ამგვარად გადაწყვეტილი. შესაბამისად,  რეფორმა, მისი მიმდინარეობა და ინფრასტრუქტურის განახლება, შედეგად მოგვცემს ქალაქის ათი ძირითადი დერეფნის  გამართულ და კომფორტულ მუშაობას“, – თქვა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვი კიდევ უნდა გაიზარდოს და ისინი უნდა სარგებლობდნენ კომფორტული სერვისით.

გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება მხოლოდ ახალ ავტობუსებს არ ნიშნავს, თუმცა მისივე თქმით, ეს არის რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ დღეს დედაქალაქში 450 ამორტიზებული ყვითელი ავტობუსის ნაცვლად, 850 ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსი მოძრაობს.

მისივე თქმით, ამორტიზებული ყვითელი მიკროავტობუსების ნაცვლად ქალაქს 1000 ახალი მიკროავტობუსი ემსახურება. მან  ერთიან, ინტეგრირებულ საშეღავათო პირობებსაც გაუსვა ხაზი, რომელიც მეტროს, ავტობუსის და მიკროავტობუსის მგზავრებს აქვთ
საათ ნახევრის განმავლობაში.

გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ რეფორმას ალტერნატივა არ აქვს.

„რომ შევაჯამოთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს პრობლემები, რისთვისაც ბოდიში უნდა მოვუხადოთ მოსახლეობას, მაგრამ ასევე ვთხოვოთ, რომ პროცესს გაგებით მოეკიდონ. ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქში იქმნება აბსოლუტურად ახალი სტანდარტით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, ნამდვილად მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც არის შესაფერისი ჩვენი ქალაქისთვის“, –  განაცხადა მან.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ ახალი ტურნიკეტები მოეწყობა, პროექტის განხორციელებას 5-6 თვე დასჭირდება – კალაძე

„რამე მოვიფიქროთ, წყვილ დღეებში, წყვილციფრიანი მანქანები იყოს..“ – ფრიდონ ინჯია საცობებზე

mazda magti 5g