LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყეში ასკილის, მოცვის და სხვა პროდუქციის მოპოვება ფასიანი იქნება

193
k

ტყეში სხვადასხვა პროდუქციის მოპოვება ფასიანი გახდება. მაგალითისთვის, მოცვის ნაყოფის მოსაპოვებლად 1 კგ-ზე მოსაკრებლის ოდენობა იქნება 0.61 ლარი; თეთრყვავილას ბოლქვები, ყოჩივარდას გორგლები – 1კგ-ზე 0.1 ლარი; სოჭის გირჩა – 1კგ-ზე  0.60 ლარი; მოცვის ფოთოლი – 1კგ-ზე 0.1 ლარი; ასკილის ნაყოფი – 1კგ-ზე 0.07 ლარი; ფურისულას ფესვი – 1კგ-ზე 0.2 ლარი; კუნელის ნაყოფი – 1კგ-ზე 0.06 ლარი და სხვა…

საქმე ისაა, რომ კომერციალიზაციის მიზნით, ტყეში არამერქნული რესურსის და მერქნიანი მცენარეების პროდუქტის მოსაპოვებლად სპეციალური ნებართვაა აუცილებელი.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს. ცვლილება შედის “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ” კანონში. მოსაკრებელი დადგინდება იურიდიული პირებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g