ტყიბულში, საავადმყოფოში 16 მოსწავლეა გადაყვანილი. ტყიბულის კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კლინიკაში ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე დაუდგენელი ალერგიის დიაგნოზით მოათავსეს.
ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმე არაა.
„მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ, რის შემდეგაც არასრულწლოვნები კლინიკიდან გაეწერებიან“, – აცხადებენ კლინიკაში.