ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ცნობებით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 40 წლის მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შსს-ს ცნობით მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.