ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას სწავლობენ. ისინი ტყიბულში გუშინ გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.