LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილად შეხვალთ პარლამენტში, გამოგრეკავთ მერე გახარია – ჭიჭინაძე მეგრელიშვილს

116
BeFunky-collage (8)

როგორ გგონიათ, გახარია რომ შემოჰყავთ თამაშში იმიტომ შემოჰყავთ, რომ 2024-ს ელოდოს? გახარია შემოიყვანეს ვადამდელი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

“ტყუილად შეხვალთ იმ პარლამენტში, გამოგრეკავთ მერე გახარია. საერთოდ გაფარჩაკებულები იქნებით” – მიმართა ჭიჭინაძემ  „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს.

“ოპოზიცია რომ შევიდეს ახლა პარლამენტში, გახარიას 20-კაციან ფრაქციას გაუკეთებს „ქართული ოცნება“, ის დაშლის უმრავლესობას, ბიუჯეტს ჩაუგდებს და გამოვა, რომ ტყუილად შეხვალთ იმ პარლამენტში და გამოგრეკავთ მერე გახარია. საერთოდ გაფარჩაკებულები იქნებით, მე თუ დამიჯერებთ“- ამბობს ჭიჭინაძე.

შევა თუ არა “გირჩი” პარლამენტში, მეგრელიშვილის განცხადებით, ამაზე საზოგადეობას ინფორმაცია სავარუდოდ, მომავლ კვირას ექნება.

„ვაა, მაგარია, ესენი სხვაგან არიან, უნდა მივებაროთ, რომ რაღაცეები გვასწავლონ“ – აღნიშნა მეგრელისვილმა ჭიჭინაძის განცხადებებზე “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g