არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, რომ უკრაინული კანონის კოპირება დეოლიგარქიზაციისთვის გამოსავალი არ არის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის კოპირებას არ გეგმავს“.
მისივე განცხადებით, უკრაინული კანონის გაცნობის შედეგად, შესაძლოა, რაიმე საყურადღებო იქნეს ნაპოვნი.
„დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მარტივად დგას საკითხი, სამ ქვეყანას მისცეს ეს რეკომენდაცია. უკრაინა განსხვავდება ერთი რამით, რომ მას ეს კანონი მიღებული აქვს, მათ მიმართ რეკომენდაცია იყო, რომ მიღებული კანონის იმპლემენტაცია მოხდეს. ე.ი. მყარი ნიადაგი აქვს ვარაუდს, რომ ამ კანონის გაცნობა მაინც მოხდეს, ამ კანონზე დაყრდნობით, შეიძლება საყურადღებო, მნიშვნელოვანი და კარგი იქნეს ნაპოვნი და ამის შემდეგ იქნას მიღებული ან არმიღებული. მაბრალებს ვიღაც, რომ დაგეგმილია ამის ( უკრაინული კანონის) კოპირება, ტყუილია ეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხვდება – რა საკითხს განიხილავენ მხარეები