ტყუპები სოიერი და ევერეტი ახალი წლის ღამეს არიზონაში დაიბადნენ, რამდენიმე წუთის ინტერვალით და მათ სხვადასხვა დაბადების წელი აქვთ.
ბრენდონ და ჰოლი შეიების პირველი შვილი, სოიერი 31 დეკემბერს 23:51 საათზე დაიბადა, ევერეტი კი 1 იანვრის 00.01 საათზე.
„თეორიულად ვუშვებდით, რომ ასე შეიძლებოდა, მომხდარიყო და ასეც მოხდა, ბავშვები სხვადასხვა წელს დაიბადნენ,“- განაცხადა ტყუპების მამამ.
ამასთან, “სიენენის” ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, სხვადასხვა წელს აშშ-ში კიდევ რამდენიმე ბავშვი დაიბადა.