LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, ალბათ გაქცევის დროს“ – მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტისას ქართველი ქალი და მისი ქმარი დაიღუპნენ

2864
ნინო მამისაშვილი - თავდასხმა „კროკუს სითი ჰოლში“

მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს ერთი ქართველი ემსხვერპლა. ტერორისტების მიერ სასტიკად მოკლული ქალის და, ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ საბედისწერო დღეს მისი და საკონცერტო ჰოლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ISIS-ის მებრძოლებმა წყვილი დერეფანში ჩაცხრილეს. ირინა და რომან სოკოლოვები დაბადების დღეს აღნიშვნოდნენ.  

როგორც გარდაცვლილების ოჯახის წევრმა „ტვ პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, ქალს [მის დას] ათობით ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი, მკლავში გამჭოლი ჭრილობა, ფილტვები დახვრეტილი, მამაკაცს კი ერთი ტყვია გულში მოხვდა. 

ნინო მამისაშვილის თქმით, ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა. 

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

„ზურგში აქვთ მოხვედრილი, ალბათ გაქცევის დროს. ხანძარში არ არიან მოყოლილი. დას კისერში აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა. სიძეს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში. ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო, ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება და შესაბამისად, დის ამოცნობა რთული იყო. დნმ-ის ტესტისთ ამოიცნეს“, – აღნიშნა ნინო მამისაშვილმა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრი ასევე ამბობს, რომ რუსეთში დის დაკრძალვაზე ჩასვლა უნდოდა, მაგრამ შესაძლო მოსალოდნელი ტერაქტების და საფრთხეების გამო თავი შეიკავა. დაღუპულების ახლობლები ტერაქტის ორგანიზატორების და შემსრულებლების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

„ამბობენ, რომ მილიონი ჰქონდა მიღებული თითოეულს და ჰქონდათ დავალება, რომ ადამიანები დაეხოცათ. მეც მინდოდა წასვლა დის დაკრძალვაზე, მაგრამ ტერაქტების სერიაა კიდევ მოსალოდნელი, რასაც ვიგებთ, პრესაშიც ვრცელდება, ამერიკა აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ დატოვონ ტერიტორია, ამიტომ თავს ვიკავებ.

ბოლო ცნობები „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე – რა განცხადებები გაკეთდა თეთრ სახლში და რას აცხადებს ოფიციალური მოსკოვი

თუ ისინი უნდა მოერიდონ, ალბათ ჩვენც უნდა გავფრთხილდეთ. მინიმუმ სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, იმიტომ, რომ ადამიანის სიკვდილით დასჯა ძალიან სასტიკი განაჩენია. სამუდამო პატიმრობა ღირსეული სასჯელი იქნებოდა მათთვის“. – აღნიშნა ნინო მამისაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ და მათთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ. 

📌 რუსეთში მოწყობილ ტერაქტს ერთი ქართველი ემსხვერპლა – ნინო მამისაშვილი ამბობს, რომ საბედისწერო დღეს მისი და საკონცერტო დარბაზში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Monday 25 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები