LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობამ ევროპაში ბოსტნეული გააძვირა

112

იტალიასა და ესპანეთში ცუდმა ამინდმა, შესაძლოა, სამხრეთ ებროპის ქვეყნებში ბოსტნეულის ფასი მნიშვნელოვნად გაზარდოს, ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

სიცივემ, წყალდიდობებმა და მზის სინათლის უკმარისობამ ბოსტნეულის მოსავალი ძალიან შეამცირა. განსაკუთრებით ყაბაყმა და სალათის ფოთლებმა იზარალა. ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით და იტალიის სამხრეთში ბროკოლის ნარგავები მთლიანად გადადგურდა.

ამასთან, ესპანეთის პროვინცია მურსიაში ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დიდი ნალექის გამო წიწაკისა და ბადრიჯნის ნარგავების დიდი ნაწილი განადგურდა, პროვინციაში მოყვანილი ბოსტნეული ზამთარში ევროპის ბაზრის ძირითადი ნაწილია (80%).

ბაზრის მომმარაგებლები ცდილობენ, ბოსტნეულის მოპოვების ალტერნატიული გზები მოძებნონ, მათ შორის – აშშ-დან, თუმცა აღნიშნული პროდუქტი უკვე ძალიან გაძვირდა. მაგალითად – ბრიტანეთში ბოსტნეულის ფასმა 24-40%-ით მოიმატა, წლის ბოლოსთვის კი ღირებულება უფრო გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g