LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამინდობის გამო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული“ – რკინიგზის განცხადება

176
Untitled design (6)

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

„ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ძვირფასო მგზავრებო!

დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან…

Posted by საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway on Sunday, December 24, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები