ბლოგერი და მომღერალი გივიკო დიდია, რომელიც ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი გახდა, იუბილარია. ბლოგერი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
გივიკოს დაბადების დღეს „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდიც ულოცავს.
„გივიკო, ჩვენი გუნდის სახელით გილოცავთ დაბადების დღეს! – უამრავ ფერად თავგადასავალს და საინტერესო ამბების მოყოლას გისურვებთ! ვამაყობთ, რომ ჩვენს გუნდში ხარ და დარწმუნებული ვართ, ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობაში!“.- ვკითხულობთ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ფეისბუკგვერდზე.
„რუსთავი 2“-ის მილოცვას უამრავი მაყურებელი შეუერთდა და წერენ, რომ გივიკო ძალიან კეთილი და შრომისმოყვარე ადამიანია და ყველაფერ კარგს იმსახურებს.
გივიკო დიდია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” თანამშრომელი გახდა – რომელ გადაცემაში ვიხილავთ ბლოგერს