„ფორმულა 1“- ის ფილმის, „აპექსის“ გადაღებებმა ამჯერად აბუ-დაბიში გადაინაცვლა. ახლახან გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გავრცელდა.
ცხადია, ფილმის მთავარი გმირი, ბრედ პიტი, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა 60 წლის პიტისა და 55 წლის ხავიერ ბარდემის ერთობლივმა ფოტოებმა. ბიჭები ტრიბუნებზე დგანან, ცქრიალა ღვინოს ხსნიან და იცინიან.
ცნობისთვის, კინოსურათში ბრედი მრბოლელის როლშია წარმოდგენილი და ერთ-ერთ სცენაში ის ლუის ჰამილტონსაც შეეჯიბრება.
ვიდეომ, რომელშიც 60 წლის ბრედ პიტი გადასაღებ მოედანზე ვარდება, ინტერნეტსივრცე მოიცვა