LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბერებელი ხარ მიშელ“ – 62 წლის მიშელ პფაიფერის უმაკიაჟო სელფი ინტერნეტს იპყრობს

281
safe-image (1)

კორონავირუსის პანდემიის დროს, 62 წლის მსახიობი, მიშელ პფაიფერი დროს უქმად არ კარგავდა. მისმა ვიდეომ, სადაც ის თვითიზოლაციაში ვარჯიშობს, ინტერნეტი ააფეთქა და საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

https://www.facebook.com/177114908970670/videos/3241886325829668

როგორც ჩანს, ვარჯიშს უკვალოდ არ ჩაუვლია, 62 წლის ვარსკვლავი იდეალურად გამოიყურება და ზაფხულის ცხელ დღეებს მშვენივრად იყენებს. სულ ცოტა ხნის წინ, მიშელმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც უმაკიაჟოდაა წარმოდგენილი და ლურჯ, მთლიან საცურაო კოსტიუმში პოზირებს, მას ჭილის ქუდი ახურავს და დიდი ზომის მზის სათვალე ამშვენებს.

„უბერებელი ხარ მიშელ“, „შეუდარებლად გამოიყურები“. – წერენ კომენტარებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები