ყველაფერი ლეგენდარული ბობ მარლის საკულტო სიმღერითა და კლიპით Is This Love დაიწყო, როდესაც 7 წლის ნაომი კემპბელი ეკრანებზე პირველად გამოჩნდა.
შემდეგ იყო თავბრუდამხვევი სამოდელო კარიერა, რომელიც ახლაც გრძელდება. რაც დრო გადის, ტოპ-მოდელი უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება, მას ასაკი ვერაფერს აკლებს, „მის სილამაზეში მაგია ურევია“, – ასე ფიქრობს საზოგადოება.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდელი 50 წლის გახდა. ჟურნალმა „ვოგიმ“ კი მოდელის მეგობრებს სთხოვა, მისი ყველაზე გამორჩეული დეფილეები გაეხსენებინათ.
„პირველად ნაომი პოდიუმზე 1987 წელს გამოჩნდა, ათეულობით წელი გავიდა და ის ჩემს საუკეთესო მეგობრად რჩება, ის ჩემი ოჯახია“, – განაცხადა მარკ ჯეიკობსმა.
გავიხსენოთ იუბილარის ყველაზე გამორჩეული მომენტები პოდიუმიდან: