LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ” – ღარიბაშვილი მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე

299
1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ და აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი გაუქმდება.

„ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. პარლამენტში შევდივართ ინიციატივით, რომ ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდეს. რადგან უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ – წელს ბანკების წმინდა მოგება 2 მილიარდი ლარი იქნება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი დალისტულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე".

აღსანიშნავია, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. აღნიშნული რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.

magti 5g