LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბრალოები და სამაგალითოები“ – ხოაკინ ფენიქსისა და რუნი მარას იშვიათი გამოჩენა

158
page

ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა პაპარაცების ობიექტივში ძალიან იშვიათად ხვდებიან. ისინი არც სოციალურ ქსელში არიან აქტიურნი. ამიტომ მათმა უკანასკნელმა გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

წყვილი, რომელიც 2019 წელს დაქორწინდა, დოკუმენტური ფილმის, „ფულის სურნელის“ პრემიერაზე გამოჩნდა. 48 წლის ოსკაროსანი მსახიობი შავ შარვალსა და მაისურში იყო გამოწყობილი. 38 წლის რუნისაც ყოველდღიური ტანისამოსი ეცვა. წყვილი ფოტოგრაფების ობიექტივში ჩახუტებულები პოზირებდნენ.

„უბრალოები“, „სამაგალითოები“, „საოცარი წყვილი“, – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, ფენიქსის მონაწილეობით „ჯოკერის“ მეორე ნაწილს საზოგადოება 2024 წლის 10 აპრილს იხილავს. მას პარტნიორობას ლედი გაგა გაუწევს, რომელიც ფილმში „ჰარლი ქუინის“ როლს ირგებს.

„ჰარლი ქუინის“ როლში პირველად – ნახეთ ლედი გაგასა და ხოაკინ ფენიქსის პირველი ერთობლივი ფოტო „ჯოკერიდან“

ფოტო: ხოაკინ ფექნიქსმა და რუნი მარამ შვილი პირველად გამოაჩინეს – 6 თვის რივერის ფოტოები

„ჯოკერის“ „სიქველში“ ხოაკინ ფენიქსთან ერთად რუნი მარა ითამაშებს – გაინტერესებთ ჰონორარი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები