LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს. მარიამ იაშვილი დუმილის უფლებას იყენებს” – სამხედრო ბლოგერსა და მის მეუღლეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ: რა კადრები გაავრცელა პროკურატურამ

493
სასამართლო პროცესი უჩა აბაშიძის საქმეზე

ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის განცხადებით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავების მხრიდან იყო დამამცირებელი მოპყრობა.

ამის შესახებ უჩა აბაშიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სავარაუდო დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ისაუბრა დღევანდელ პროცესზე უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმაც.

მისი განმარტებით, იყო ძალით შებოჭვის, ხელების გადაგრეხისა და ტელეფონის წართმევის მცდელობა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გამო, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა დღევანდელი პროცესი დახურა.

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს

დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება დაკავებული უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უსამართლო და დაუსაბუთებელია.

როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს.

შსს-ს ცნობით, უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვადასხვა პირის ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს

„სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ცხადია, საქმის მასალები უნდა დავამუშაოთ და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს”, – განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ არ უნახავს, თუმცა მიაჩნია, რომ არასწორია, როცა ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ამ დროს პროკურატურა ინფორმაციებს აქვეყნებს.

„ასობით ცნობილი ადამიანის ინტიმური კადრებიო, ამბობს შსს. მოვემზადოთ მეგობრებო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი სკივრის გახსნას აპირებს”- ნანუკა ჟორჟოლიანი

„ერთი მხრივ, თავად დაუტოვო უფლება, რომ რაც გინდა ის გამოაქვეყნო, რაზეც გინდა იმაზე ისაუბრო და მეორე მხარეს შეუზღუდო უფლება, რომ პასუხი გაგცეს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. გაფრთხილებულები ვართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის შესახებ, რომ საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ, ეს არ არის სწორი”-განაცხადა თუთბერიძემ.

უჩა აბაშიძის მეუღლის, მარიამ იაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

„ამ ადამიანზე ამბავი ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი”- ირაკლი ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე

მარიამ იაშვილის ადვოკატის ნათია კორკოტაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მან 1000 – ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე, ალექსანდრე იაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია არ გაიზიარა და დაკავებულ უჩა აბაშიძის მეუღლეს, მარიამ იაშვილის პატიმრობა შეუფარდა.

„მე საქმეში ჩავერთე გუშინ საღამოს გვიან, მარიამ იაშვილის ინტერესებს ვიცავ. გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელწერილზე ხელი გვაქვს მოწერილი. მარიამ იაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. ვნახოთ, პოზიციებს შევაჯერებთ ჩემთან კონსულტაციის შემდეგ. იმ კვირაში აუცილებლად ვინახულებ მას, იცით, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსდება. მე აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოვითხოვე შუამდგომლობა და ალტერნატიული სახით დავაყენე 1000 ლარის გირაოს შეფარდების საკითხი”-განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

„კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ. ვინ გავალებთ ან რას გიხდიან ამისთანას?!”- ნინო წილოსანი უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის საქმეზე

პროკურორ ანი ხახანაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო და ვიდეომასალა განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

„როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურამ 2 პირს წარუდგინა ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ, ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეომასალების უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, ასვე ერთ-ერთ პირს ბრალდება აქვს წარდგენილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისთვის. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირის ჩაწერას. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. რაც შეეხება აუდიო და ვიდეომასალას, აღნიშნული განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ – განაცხადა ანი ხახანაშვილმა.

უჩა აბაშიძის დედა: სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის ტყვიებია, რადგან უჩა „სტრაიკბოლს“ თამაშობს – მხოლოდ 2 ნამდვილი იარაღია, ორივე უჩას სახელზე რეგისტრირებული

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი”

🔵 საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ➡️ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა. ➡️ ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში. ➡️ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს. 🔗 ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-piradi-cxovrebis-saidumlos-ukanonod-mopovebis-da-shenaxvis-faqtebze-2-pirs-braldeba-war 🔵 The Prosecutor's Office of Georgia has pressed charges against two individuals for the illegal acquisition and retention of personal privacy information. ➡️ An investigation conducted by the Ministry of Internal Affairs revealed that U.A. and M.I. covertly installed recording devices within M.I.'s residential apartment with the aim of unlawfully obtaining intimate footage involving various individuals, particularly video and audio recordings depicting sexual intercourse. The installed devices facilitated the continuous illicit recording of M.I.'s intimate interactions with various individuals. Numerous recording devices were discreetly concealed throughout the apartment, including the bedroom, within various household appliances and items. ➡️ Furthermore, the investigation uncovered that M.I.'s contact information was listed on websites offering sexual services. Upon making arrangements with individuals to meet, and their arrival at M.I.'s apartment, the accused secretly recorded and stored audiovisual material of the intimate encounters using the installed devices, without the knowledge or consent of the individuals involved. 🔗 https://pog.gov.ge/news/prokuraturam-piradi-cxovrebis-saidumlos-ukanonod-mopovebis-da-shenaxvis-faqtebze-2-pirs-braldeba-war

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on კვირა, 12 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g