LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩა აბაშიძის დედა: სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის ტყვიებია, რადგან უჩა „სტრაიკბოლს“ თამაშობს – მხოლოდ 2 ნამდვილი იარაღია, ორივე უჩას სახელზე რეგისტრირებული

466
ლია თოდუა, უჩა აბაშიძე

დაკავებული სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დედის, ლია თოდუას განცხადებით, სახლში ამოღებული იარაღი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს, ძირითადად სათამაშოა – სათამაშო თოფები და ტყვიები.

„სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია – იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება.

ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე – უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებულია“, – წერს უჩა აბაშიძის დედა.

Ucha Abashidzeს სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია…

Posted by Lia Todua on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024

ამასთან, სამხედრო ბლოგერის დედა წერს, რომ ადვოკატმა უჩა აბაშიძე უკვე მოინახულა.

ადვოკატმა Ucha Abashidze ნახა. კარგად არის, მხნედ არის. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! მეტი როცა მეცოდინება, დავწერ

Posted by Lia Todua on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024

შეგახსენებთ, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში დააკავეს. მანამდე მის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რა დროსაც მას ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს.

უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყების ინფორმაციით, უჩა აბაშიძე დაკავებულია იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

შსს-ის განცხადებით, უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები