LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებს“ – ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასულ ღამეს დაკავებულები მოინახულეს

230
უჩა აბაშიძის დაკავება

„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს – რას აცხადებს ადვოკატი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია უკვე მიეწოდა“.

„დაკავებულმა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც.

არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, სამხედრო ბლოგერი და აიტი ტექნოლოგიების სპეციალისტი, უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა გუშინ, რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ საკუთარ სახლში დააკავეს.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

📢 სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც…

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on პარასკევი, 10 მაისი, 2024

უჩა აბაშიძის დედა: სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის ტყვიებია, რადგან უჩა „სტრაიკბოლს“ თამაშობს – მხოლოდ 2 ნამდვილი იარაღია, ორივე უჩას სახელზე რეგისტრირებული

„თინეიჯერობიდან“ მოყოლებული „აირსოფტს“ თამაშობს, გუნდური საბრძოლო სპორტული თამაშია, სათამაშო იარაღებით – უჩას სახლში ამოღებული იარაღებიდან ორის გარდა, რომელიც მასზეა რეგისტრირებული, სათამაშო იარაღია – სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს“ – რას წერს ანა აბაშიძე სამხედრო ბლოგერის დაკავებაზე

mazda magti 5g