სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება დაგვიანებული იყო.
“ჩვენ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ვნახეთ სიტუაცია, როდესაც მოსახლეობას ჰქონდა დაუცველობის განცდა მთელი საათის განმავლობაში. სწორედ ამიტომაც ვფიქრობთ, რეაგირება, რომელიც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა განახორციელეს, იყო დაგვიანებული. ასევე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსგავსი კრიზისების პრევენცია უნდა მოხდეს და შესაბამისი სამსახურები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მსგავსი კრიზისების განმუხტვის გეგმაში, რაც გუშინ ვერ დავინახეთ”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის თქმით, შეუძლებელია ერთ დღეში მომხდარიყო ასეთი სპონტანური, სტიქიური აქციის დაგეგმვა, თუკი რაიმე მიზეზი არ არსებობდა საზოგადოებაში.