LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„12 პირი სასტიკად ნაცემია, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ე.წ. რობოკოპები, სპეციალური სამსახურის რაზმის წევრები ახორციელებდნენ“ – DRI-ის ცნობით, სამართლებრივ დახმარებას აქციის 13 მონაწილეს უწევენ

156
16-17 აპრილის აქცია DRI

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ [DRI] ინფორმაციით, 16-17 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა და უფლებადამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, DRI ამჟამად სამართლებრივ დახმარებას აქციის 13 მონაწილეს უწევს.

ნანუაშვილის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ეს პირები დარბევის დროს უკანონოდ დააკავეს, მათგან 12 კი სასტიკად ნაცემია.

„გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები, იკვეთება არაპროპორციული ძალის გამოყენება” – ომბუდსმენი მონიტორინგის პირველად შედეგებს ასაჯაროებს

„უკანონო და არალეგიტიმური ძალა გამოიყენეს, როდესაც მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბიეს. შესაბამის ორგანოებს, ამ კონკრეტული პირების ბრალეულობის შესახებ, რაიმე მტკიცებულება, დღემდე არ წარმოუდგენია. სახეზეა აქციის მონაწილეების დევნის კონკრეტული ფაქტები, მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

„რაც შარშან არ გააკეთეს, წელს იმას იზამენ, მათი მიზანიც ესაა – მაქსიმალურად ბოლომდე, ზამბარასავით დაჭიმვა, შემდეგ მეორე ნაწილის შემოტანა, ოჯახზე ზრუნვა თუ რაც ჰქვია იმ კანონპროექტს და შესაბამისად, ამით დამთავრდება“.

DRI-ის ადვოკატის, იურისტ ანა გახოკიძის განცხადებით, დარბევაზე დაშავებული ორი მოქალაქე მკურნალობას, ამ დრომდე კლინიკაში აგრძელებს.

გახოკიძის თქმით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ჰყვება, რომ მასზე პირადად სპეცრაზმის მეთაურმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ იძალადა.

იურისტები ამბობენ, რომ შსს-ს ამ დრომდე სასამართლოსთვის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებდა. 

„ლელო“: „ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა – პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა“

„ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ე.წ. რობოკოპები და შემდგომ სპეციალური სამსახურის რაზმის წევრები. დაკავებული, რომელიც ამჟამად იმყოფება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, არის მძიმედ დაშავებული, იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება რობოკოპებთან ერთად ზვიად ხარაზიშვილმა, „ხარებამ“ განახორციელა.

სპეცრაზმელები „პუბლიკის“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ამ ფიზიკური ანგარიშსწორების შემდგომ, „ხარება“ მივიდა მასთან, პერიოდულად, როდესაც ის გონებას კარგავდა და შემდგომ უბრუნდებოდა ცნობიერება, „ხარება“ მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში, ემუქრებოდა ანგარიშსწორებით“. – აღნიშნა იურისტმა ანა გახოკიძემ.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

გამოყენებულია გელა ბოჩიკაშვილის ფოტო

პოპულარულები