LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უჩვეულო ამპლუაში ვწერ ამ პოსტს, თუმცა მაინც ვწერ“ – რა მიმართვას ავრცელებს მომღერალი ლელა ნაყეური

163
ლელა ნაყეური

მომღერალი ლელა ნაყეური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ვიდეო: ლელა ნაყეურისა და „ჩვენებურების“ შესრულებაზე თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი აცეკვდნენ

„უჩვეულო ამპლუაში ვწერ ამ პოსტს, თუმცა მაინც ვწერ.

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემს მსმენელს და გულშემატკივარს. თქვენ, უდიდეს ძალას მაძლევთ, რომ ვაკეთო ის საქმე, რაც დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარს, ვაკეთო ის საქმე, რომელიც ჩემი სულის საკვებია…

ალბათ არ იცით, რომ უკვე წლებია ჩემს ყველა საავტორო მუსიკალურ ჩანაწერს ტელეფონით ვაკეთებ. რომ არა ჩემი IPhone, ვერაფერსაც ვერ ჩავწერდი, ხოდა, ჩემი მუზები როგორც მოფრინდებოდნენ, ისევე სწრაფად უკან გაფრინდებოდნენ… როგორც სჩვევიათ.

ამოვწურე ეს დრო და გადავწყვიტე ჩემს პატარა სახლში ლამაზი სტუდია მოვიწყო, პროფესიონალური და მყუდრო. ჩემი საოცნებო…

მე ვცდილობ ჩემი ძალებით ნელ-ნელა შევიძინო საჭირო მოწყობილობები, მაგრამ თუ ვინმე გამოხატავს მხარდაჭერის სურვილს, მათთვის დავტოვებ რეკვიზიტებს.

ძალა ხომ ერთიანობაშია, ხოდა, რატომაც არა.

GE33BG0000000212456600 ლ.ნ

ღმერთმა ყველას აგისრულოთ თქვენი ოცნებები“, – წერს ლელა ნაყეური სოციალურ ქსელში.

ფოტო/ვიდეო: ლელა ნაყეურის ქორწილი და მეორე ნახევრისთვის შესრულებული სიმღერა: „საოცარი ქორწილი, ულამაზესი წყვილი…“

საღამო მშვიდობის 🕊️ უჩვეულო ამპლუაში ვწერ ამ პოსტს, თუმცა მაინც ვწერ 🙂 პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა…

Posted by ლელა ნაყეური / Lela Nakeuri on სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g