LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო ენების ტესტის გამსვლელმა ზღვარმა დაიკლო

198
resize_vk3uYsUwc7HqiZJMy609VeaBpzSLgb4X_980x590

ეროვნული გამოცდების უცხო ენების ტესტში სიახლეა.

როგორც ღია კარის დღეზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განაცხადა ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება. ამასთან შემცირდა მაქსიმალური ქულა და დაიკლო გამსვლელი ქულის ზღვარმაც.

“წელს სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება ტესტიდან ამოღებულია. ეს იქნება საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორიც არის წერითი დავალებები,“ – განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.

ტესტში ორი წერითი დავალებაა. მაქსიმალური ქულა კი 90-ის ნაცვლად 80 იქნება. რაც შეეხება დროს, ის 10 წუთით შემცირდა და აბიტურიენტებს ტესტის გასაკეთებლად კვლავ 2.30 საათი ექნება.

2019 წლის გამოცდებში ცვლილებებია ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გეოგრაფიის ტესტებშიც. ქართული ენისა
ტესტში მხოლოდ 3 დავალება იქნება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო.

ლიტერატურის ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70  და არა 80. ნახევარი საათით შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც – 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი. ტესტის მაქსიმალური ქულა 59-ის ნაცვლად 60 იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები