LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტომობილის დაზღვევა საქართველოში სავალდებულო ხდება

29

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ცვლილება კანონპროექტებში: „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა.

„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა იქნება სავალდებულო წესით დაზღვეული და ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული, ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ხშირად, ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის თუ ქონების დაკარგვა თან სდევს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”,– აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა მთლიანად მესამე პირის მიმართულებით მუშაობს. კვირიკაშვილის თქმით, მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

” ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები