LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქცია ქუთაისსა და გორში

147
აქციები ქუთაისსა და გორში

ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კანონპროექტი ქვეყანას აშორებს ცივილიზებულ სამყაროს და აფერხებს განვითარებას.

შეკრებილებთან მივიდა მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ.

თეიმურაზ კუპატაძე: „თბილისში მიმდინარე მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა კანონმდებლობით მიღებულ ზომებს – ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები“

„ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. უკვე აგონიაში არიან, იმიტომ, რომ ყველაფერი წააგეს. ჩვენ მალე ქუჩებში კი არ გამოვალთ, უკვე ვიზეიმებთ საქართველოს თავისუფლებას. მეზობლები და უბნის ხალხი მომისიეს და რატომღაც ეგონათ, რომ ხმას არ ამოვიღებდი. მე სხვებს ვასწავლი 112-ში როგორ დარეკონ და როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები. უფრო მეტი შემართებით და უფრო მეტი წინსვლით ვივლით ჩვენი ქვეყნისთვის, სიცოცხლესაც არ დავზოგავთ. ნურაფრით ნუ გვაშინებთ. თუნდაც იარაღებით დაგვხვდით, არ გვეშინია” – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

აქცია სლოგანით – ,,არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს გორშიც, გმირების მემორიალთან.

,,ჩვენ, დღეს, გორში შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ამჯერად გორიდან, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ – ,,არა, რუსულ კანონს”! ჩვენ არ ვეთანხმებით კანონს, რომლის მიღებაც ასე სურს ხელისუფლებას და ეს არის საზოგადოების ძირითადი ნაწილის გზავნილი. კანონი, რომელიც იწვევს საზოგადოების გახლეჩას, ვერასდროს იქნება ქართული ინტერესების გამტარებელი და ამ კანონის მიღება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

ჩვენი პარტნიორები ზუსტადაც გვეუბნებიან, რომ არ არის მათთვის მისაღები ეს კანონი და ამ კანონის მიღება არ ნიშნავს მათთან მეგობრობისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ჩვენი მომავალი ევროპაშია, არა რუსულ კანონს” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანა ტრაპაიძემ.

აქციის მონაწილეები გმირების მემორიალთან შეკრების დასრულების შემდეგ გორის ცენტრალურ ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ტრანსპარანტებით მსვლელობას გეგმავენ.

magti 5g