უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 81.6 პროცენტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროს წილმა უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში 15.7 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება არასაბანკო დეპოზიტების მოცულობას 2015 წლის 1 დეკემბრისათვის. იგი 198.8 მლნ ლარით გაიზარდა და 14.1 მლრდ ლარს მიაღწია.
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 131.1 მლნ ლარით გაიზარდა ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების საერთო ოდენობამ 67.6 მლნ ლარით მოიმატა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგენა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 4.4 პროცენტი.
