LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცნაური რამ მოხდა, იმ დღეს, როცა მამუკა გარდაიცვალა“ – რას იხსენებს დათო ევგენიძე მამუკა ჩარკვიანზე

3132
დავით ევგენიძე

20 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ჩარკვიანი ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გაიხსენა

„კვირის პალიტრასთან“ საუბარში დათო ევგენიძე მეგობართან ბოლო შეხვედრაზე ისაუბრა.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„მასთან შინ მივედი, მისი თვალები სხვა დროსთან შედარებით, ბევრად სევდიანი მეჩვენა, ცრემლიც ჩასდგომოდა. რადგან თავად სულ შინ იყო, ახლობლების მისვლა განსაკუთრებით ახარებდა. მამუკას დიდი სიყვარული ჰქონდა დათესილი, სიყვარული არ მოჰკლებია ჩვენგან და მისი ხსოვნაც სულ იქნება ამ ქვეყანაში.

უცნაური რამ მოხდა, მამუკას ერთი ნაწარმოები მივუძღვენი , რომელიც „აკუსტიკამ“ გადაიღო. მე და მესაყვირე ლევან კემულარია ვასრულებთ ამ კომპოზიციას. ზუსტად იმ დღეს, როცა მამუკა გარდაიცვალა, სოციალური ქსელში „მემორიმ“ ეს კომპოზიცია შემახსენა. რა უცნაური დამთხვევაა, არა?

„მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო… წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული, შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში… სტროფში“ – რას წერს მამუკა ჩარკვიანის ქალიშვილი

მამუკა არ მომკვდარა, სხვა სამყაროში გადაინაცვლა და დატოვა თავისი განძი საქართველოსთვის.“ – ამბობს დათო ევგენიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

„მამუკა ჩარკვიანის პანაშვიდი – პარასკევს – შაბათს 17 საათიდან მის. ზ.ბოლქვაძის 3 ( დოლიძეზე ეკლესიასთან შესახვევი). გამოსვენება კვირას, 2 საათზე ქაშუეთის ეკლესიიდან“ – თაკო ჩარკვიანი

„შენ გენაცვალე, ჩვენო ლეგენდა ბიჭო. აწი შენ იქნები ,,სულ ზევით!!!ზევით!!!” და სწორება იქნება შენზე!!!“ – ლაშა ღლონტის ემოციური დამშვიდობება

„კაცი რომ ორი წელი არ მოვა შენს სანახავად, ის არ შეიძლება, შენი ახლობელი იყოს“ – როგორი იყო მამუკა ჩარკვიანის ბოლო წლები და როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას

„მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“ – კულტურის სამინისტრო

კახა კალაძე: „ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს! მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g