LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობმა ნაკრების ფეხბურთელი პარკინგზე მოკლა

60

ჰონდურასის ნაკრების მცველი არნოლდ პერალტა ქალაქ ლა-სეიბაში მოკლეს. უცნობმა დამნაშავემ 26 წლის ფეხბურთელს ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის პარკინგზე პირდაპირ თავში ესროლა. თავდასხმის მიზეზები ჯერ ცნობილი არ არის.
ჰონდურასის ნაკრებისა და კლუბ ”ოლიმპიას” წევრი ლა-სეიბაში არდადეგებზე იმყოფებოდა.

ჰონდურასში დამნაშავეობისა და ძალადობის დონე მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები