სოფელ გუშჩუში მდებარე გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი უცნობმა პირებმა დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს “ფეისბუქის”მეშვეობით ავრცელებს.
ეს ჯვრის დაზიანების უკვე მეორე შემთხვევაა.
მსოფლიო საეკლესიო სიახლენის განცხადებით, მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით, რეგიონში რელიგიური შუღლის ჩამოგდება ხდება, რაც სცდება ყოველგვარ ზღვარს და არის სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
