LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდაბნოს მზე და აზიური ეგზოტიკა – აღმოაჩინეთ მაროკო

447
maroko-dokumenty

უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურა, საოცარი პეიზაჟები, უგემრიელესი სამზარეულო,და აზიური ეგზოტიკა გარანტიაა განსხვავებული და საინტერესო დღეების გასატარებლად. „ბონ ვოიაჟი“ მაროკოს გაგაცნობთ და ვირტუალურ ტურზე გეპატიჟებათ. მაროკოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა უკავია აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით. ზღვის და ოკეანის სანაპიროები, მთები და უდაბნოები უნიკალურ ლანდშაფტებს ქმნის. ის ამ დროისთვის ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც არ არის აფრიკის კავშირის წევრი,თუმცა ეს სახელმწიფო შედის არაბული ქვეყნების ლიგაში. მაროკოს დედაქალაქი რაბატია,ქვეყნის მოსახლეობა კი 32 000 აღწევს.

 რა უნდა ვნახოთ მაროკოში:

კასაბლანკა და მარეკეში

გაერთიანებული ერების მოედანი,სადაც ბაზრობების,ადგილობრივი ტრადიციების გარდა მსოფლიოში მსოფლიოში სიდიდით მეორე მეჩეთია აგებული არქიტექტორის მიშლე პინსოს მიერ.ეს გახლავთ არქიტექტურული შედევრი მინის იატაკით, რომელიც ერთდროულად 2500 ვიზიტორს იტევს. აუცილებლად ეწვიეთ მარეკეშს,რომელიც აყვავებულ ოაზისში, მთების ძირში მდებარეობს აქაური ფრანგულ-არაბულ კულტურათა ნაზავი ყველა უცხოელისთვის ერთნაირად მომხიბვლელია. ჟაკ მაჟორელას, ივ სენ ლორანის ბაღი უამრავი ფერადი ბილიკებით, აუზებით, ეგზოტიკური და დეკორატიული მცენარეებით, ხელნაკეთი ნივთების უნიკალური მაღაზიებით ცნობილი ლოკაცია დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გპირდებათ.

 დედაქალაქი რაბატი

ამ ქალაქში მართლაც უამრავი სანახაობაა.ჰასან II-ის დაუმთავრებელ მეჩეთი, მოჰამედ V–ის მეჩეთი და მავზოლეუმი, შელახი უნიკალური მაგალითი სადაც შემონახულია შრეებად რამდენიმე ცივილიზაციის ძეგლები,კასბას ჩრდილოეთ ალმოჰადის კედლები და რა თქმა უნდა მედინა,სადაც თუკი რამის ყიდვა შეიძლება ყველაფერს ერთად აღმოაჩენთ.

ცისფერი ქალაქი შეფშაუენი

ელ-რიფის ორ მასივს შორის გაშლილი ქალაქი განუმეორებელი და უაღრესად კოლორიტულია. თეთრისა და ცისფრის ჭადრაკული მონაცვლეობა მას განუმეორებელ იერს ანიჭებს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფერად ქალაქად აქცევს. აქვე მოინახულებთ სავაჭრო ქალაქ ასილას,რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ 1500 წლის წინ არსებობდა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქად მთელს აფრიკის კონტინენტზე.პლაზაუტაელჰამამი, იგივე მთავარი მოედანი,ჰამამი ადგილობრივი სპა განთქმული მთელს სამარაკოეთში და რა თქმა უნდა ადგილობრივი კერძების ფართო არჩევანი ქალაქის განუყრელი ნაწილია.

ფესის ღირსშესანიშნაობები

ფესი – მაროკოს სულიერი დედაქალაქი, რომელიც დაარსდა 808 წელს იდრის II-ის მიერ, უკანასკნელი შუა საუკუნეების ,,ცოცხალი“ ქალაქი. აქ იხილავთ არაბული კულტურის სულს. ებრაული მელაარის კვარტალი, რომელიც მდებარეობს გალავნებით შემოსაზღვრულ მაროკოს ძველ ქალაქებში,ულამაზესი სავაჭრო ქუჩა Rcife – Fes el Bali,საღებავების ბაზარი,მნიშვნელოვანი ცენტრი Fasiss კერამიკის, სპილენძისა და ვერცხლის წარმოებისთვის სახელგანთქმული მსოფლიოში,არქეოლოგიურ სამარხები და უდაბნო ოაზისებით,ეს ყველაფერი სწორედ აქ გელით.მზის ჩასვლას დიუნებში კი უბრალოდ ძნელია გულგრილად უყუროთ.

მეზურგას ოაზისი ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია. არ გამოგრჩეთ ყველაზე ცნობილი კასბა მაროკოში,ოვარზაზატეს საოცარი ხედები,კასბატელუატე ადგილი მაროკოს შვიდი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიდან,რომელიც არაერთი ფილმის კადრებშია გამოყენებული.

და რა თქმა უნდა მსოფლიოში სიდიდით მესამე უდაბნო საჰარა

მისი სახელი არაბულად სწორედ უდაბნოს ნიშნავს. მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია. ზაფხულში სიცხე +40-50 გრადუსს აღწევს, წლიური ნალექი 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგან წვიმა წლების განმავლობაში არ მოდის. დღისით პაპანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს. უდაბნოს სტუმრობისას ალბათ არასოდეს დაგავიწყდებათ ადგილობრივ ბერბერებთან ღამის თევა კარვებში,საოცარი კონტრასტული ლანდშაფტების ხილვა, ჰასიელბიდის საიდუმლო ოაზისის, მოგზაურობის ის ნაწილია,რომელიც ნამდვილად სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ თავს და საოცარ კვალს დატოვებს თქვენს მეხსიერებაში.

ასე რომ,მაროკო – ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g